2 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შს მინისტრი პოლიციის რებრენდინგს გეგმავს

ჩამოტვირთვა

პოლიციის რებრენდინგი დაახლოებით ერთ თვეში განხორციელდება, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ, სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" სტუდენტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. მინისტრმა პოლიციის სახეცვლილების მიზეზებიც განმარტა. მისი განცხადებით, რებრენდინგი შეეხება, როგორც საპატრულო, ისე კრიმინალურ პოლიციას, უბნის ინსპექციას და დაცვის პოლიციას. ამაში იგულისხმება ის, რომ მოხდება მათი სიმბოლოების, ფორმებისა და სხვა ატრიბუტების შეცვლა. მინისტრის განმარტებით, ამ ყველაფრის მიზანია, პოლიცია საზოგადოებას წარუდგეს განახლებული, გაჯანსაღებული, სუფთა სახით და ეს სიმბოლოებიც იყოს იმის ნიშანი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო განაგრძობს იმ რეფორმის დასრულებაზე მუშაობას, რომელიც დაიწყო 2004 წელს, თუმცა, შემდეგ ვერ მოხდა ამ რეფორმის სწორად გატარება. ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს უკვე ეს პროცესი გრძელდება; საბოლოოდ კი, ახალი მთავრობის და სამინისტროს ახალი გუნდის მიზანს წარმოადგენს, საზოგადოებამ მიიღოს განახლებული, დასავლური სტანდარტის პოლიცია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები