2 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ამნისტიის შესახებ კანონი დღეს 00:00 საათიდან შევა ძალაში

ჩამოტვირთვა

"ამნისტიის შესახებ" კანონი დღეს, 00:00 საათიდან შევა ძალაში. ხვალ დილიდან კი, ციხეებს პირველად პოლიტპატიმრის სტატუსის მქონე 190 პირი დატოვებს. როგორც სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა სოზარ სუბარმა რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მხოლოდ ერთი საათი დასჭირდება". "როგორც კი ხელი მოეწერება დოკუმენტს და კანონი ძალაში შევა, მეორე დღეს, 13 იანვარს დილითვე დავიწყებთ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა გათავისუფლებას. ყველა საპყრობილის კარი ერთდროულად გაიღება და 190-ვე ადამიანი დატოვებს ციხეებს. ეს პროცესი სულ რაღაც ერთ საათს გასტანს", - აღნიშნა სოზარ სუბარმა. რაც შეეხება დანარჩენ პატიმრებს, მინისტრის განმარტებით, პარლამენტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს სასამართლოსთვის შესაბამისი საქმეების გადასაგზავნად ორკვირიანი ვადა მისცა. დეპუტატების ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძის და ზვიად კვაჭანტირაძის ავტორობით მომზადებული "ამნისტიის შესახებ" კანონი პარლამენტმა ხანგრძლივი დებატებისა და ემოციური განხილვების შემდეგ, დეკემბრის ბოლოს მიიღო. პრეზიდენტმა მას მიღებისთანავე ვეტო დაადო და კანონმდებლებს საკუთარი შენიშვნებითურთ უკან დაუბრუნა. სააკაშვილმა მთავარი აქცენტი კანონის 22-ე და 24-ე მუხლებზე გააკეთა, რომელთა საფუძველზეც ამნისტია პარლამენტის დადგენილებით პოლიტიკურ პატიმრებად გამოცხადებულ პირებზე ვრცელდება. პრეზიდენტი მიღებლად და საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს იმ მუხლებსაც, რომელიც არასრულწლოვანთა სქესობრივი ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებს ეხება. პარლამენტმა რიგგარეშე სესიის ბოლო დღეს - 28 დეკემბერს, 91 მომხრით, 24-ის წინააღმდეგ პრეზიდენტის ვეტო დასძლია და კანონი ხელმოსაწერად პრეიზდენტს უკან დაუბრუნა, როგორც ამას კონსტიტუცია ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ამნისტია საერთო ჯამში 17 ათას პატიმარს შეეხება, თუმცა საპყრობილეებს შემდეგი ორი თვის ვადაში 3 ათასზე მეტი მსჯავრდებული დატოვებს. დანარჩენებს სასჯელი შეუმსუბუქდებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები