2 2 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

შსს–მ იარაღის უკანონო შეძენა –შენახვის ფქტზე ორი პირი დააკავა

ჩამოტვირთვა

შსს-ს სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე ფარნაოზ ჩ. და ოსმანა მ. დააკავეს. სამართალდამცველებმა, ოსმანა მ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ფარნაოზ ჩ-სგან, გარკვეული თანხის საფასურად, მართლსაწინააღმდეგოდ და უკანონოდ შეძენილი „აკმ"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ერთი მჭიდი და 60 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის I და II ნაწილებით აღიძრა. დანაშაული 3-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები