მსოფლიო
აღაიანთან ავტოავარიის შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა
2013-01-11 12:47:56
ჩამოტვირთვა
2013 წლის 9 იანვარს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 42-ე კილომეტრზე, კასპის რაიონის სოფელ აღაიანთან, დასავლეთის მიმართულებით მოძრავი „მერსედესის" მარკის ავტომანქანა ასფალტის თოვლიან საფარზე მოცურდა, გზიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ორმა მგზავრმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო. დაშავებულები კასპის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, საქმე 276-ე მუხლის (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) მეხუთე ნაწილით აღიძრა.
კომენტარები