საზოგადოება
გოროზიას ქვეყანა არ დაუტოვებია
2013-01-10 19:06:10
ჩამოტვირთვა
ზაზა გოროზია ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ხმები იმის შესახებ, რომ მან ქვეყანა სამუდამოდ ან დიდი ხნით დატოვა, სინამდვილეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ "ნიუპოსტს" ზაზა გოროზიას ახლობელმა განუცხადა, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა. წყაროს თქმით, ზაზა გოროზია დაახლოებით ორ კვირაში აუცილებლად დაბრუნდება საქართველოში და, სავარაუდოდ, მუშაობას ისევ სახელმწიფო სტრუქტურაში, საჯარო მოხელის რანგით გააგრძელებს, თუმცა, რა თანამდებობაზე იმუშავებს ყოფილი გუბერნატორი, ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. გოროზაიას ახლობლის თქმით, ექს-მინისტრისა და ექს-გუბერნატორის უცხოეთში ყოფნა არ უკავშირდება არც ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ რეალობას და არც მარტვილში დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს. " ეს მისი პირადი ვიზიტია და ბევრად ადრე დაიგეგმა, ვიდრე მარტვილში" აქციები დაიწყებოდა", - ამბობს წყარო.
კომენტარები