2 2 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ოქრუაშვილს პატიმრობა 10 000 ლარიანი გირაოთი შეუნაცვლეს

ჩამოტვირთვა

უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნისა და მეთაურობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა 10 000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა. ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებული, მისი ბიძაშვილი იოსებ გიგუაშვილი სასამართლომ პატიმრობიდან გაათავისუფლა. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, მასთან მიმართებით სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განხილვა მიმდინარეობს და ის ჯერ პატიმრობაში რჩება. თბილისის სააპელაციო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილს "ჯეოსელის" საქმეზე ბრალი მოუხსნა. სააპელაციო სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე პროკურატურამ ბრალის მოხსნის შუამდგომლობა ოქრუაშვილის მიმართ არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით დააყენა. ოქრუაშვილს კომუნიკაციის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ყოფილ თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილზე ქრთამის გაცემის გზით, "ჯეოსელის" წილის მიღებაში ედებოდა ბრალი. თუმცა, ქიტოშვილმა ჩვენება შეცვალა და აღნიშნა, რომ გამოძიებისთვის მიცემული წინა ჩვენება ზეწოლის შედეგი იყო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები