საზოგადოება
Id - ბარათი: ინოვაცია თუ ეშმაკისეული საბუთი?
2013-01-10 18:30:53
ჩამოტვირთვა
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ატეხილი აჟიოტაჟი გრძელდება:
შეწყდეს საქართველოს მოქალაქეებზე ახალი საბუთების: ელექტრონული პირადობის მოწმობის, ბიომეტრიული პასპორტის გაცემის იძულება და პლასტიკური ბარათების აღება მოხდეს მხოლოდ ნებაყოფლობით – არასავალდებულო წესით; სახელმწიფოში ყველგან შენარჩუნდეს ფულადი ერთეულით გადახდა – ასეთია იმ მოთხოვნათა არასრული ნუსხა, რომელიც მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მრევლმა იუსტიციის მინისტრს წარუდგინა;
დღესვე, ბიომეტრიული პასპორტებისა და ინოვაციების მოწინააღმდეგეთა 30 ათასი ხელმოწერა, რომელიც ჯერ კიდევ სინოდის სხდომაზე, გასული წლის ივლისში წარადგინეს, მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა იუსტიციის მინისტრს გადასცეს. თეა წულუკიანი სასულიერო პირებსა და მრევლს საკითხის შესწავლას დაპირდა. რას ფიქრობენ საქართველოს მოქალაქეები id ბარათების შესახებ, სარგებლობენ თუ არა ამ ბარათებით, რამდენად ანტირელიგიურად, რამდენად პრაქტიკულად მიიჩნევენ, ამ შეკიტხვებით მოქალაქეებს მივმართეთ. როგორც აღმოჩნდა, გამოკითხულთა უმეტესი ნაწილი ამ ბარათებით სარგებლობს და მისი საწინააღმდეგო არაფერი აქვს, თუმცა შეგვხდნენ ისეთებიც, რომელთაც id ბარათით სარგებლობა მიუღებლად მიაჩნიათ როგორც ცნობილია, აიდი ბარათების საკითხზე 2011 წლის 20 დეკემბერს წმინდა სინოდმაც იმსჯელა და განაჩინა, რომ საკითხის შესასწავლად საგანგებო კომისია შექმნილიყო, მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომლითაც სინოდი ალტერნატიული საბუთების მიღების მოთხოვნით მთავრობას მიმართავდა, აუცილებელი მოთხოვნა კი იყო, არ ყოფილიყო ჩიპი და რიცხვი 666. ამ დროისთვის, ამ საკითხზე საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა კვლავაც არსებობს, თუმცა, ფაქტია, რომ ანალოგიური მომსახურებით მსოფლიოს მრავალი თანამედროვე ქრიასტიანული ქვეყანა სარგებლობს.
კომენტარები