მსოფლიო
პრეზიდენტი გუნავას წარდგენისას: ჯაშუშებს სადაც უშვებენ, იქ ომის გმირებს პრობლემა ექმნებათ
2013-01-10 17:50:20
ჩამოტვირთვა
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდის საკრებულოს წევრებს პირადად წარუდგინა სამეგრელო-ზემო სვანეთის ახალი გუბერნატორი თენგიზ გუნავა.
"ქვეყანაში, სადაც მთავრობა უშვებს უცხო ქვეყნის ჯაშუშებს, როგორც გმირებს, რა თქმა უნდა, ოკუპანტებთან ომის გმირებს პრობლემები ექმებათ",-აღნიშნა პრეზიდენტმა, გაიხსენა რა თენგიზ გუნავას დაკავების დეტალები. "თქვენ მას ყველანი იცნობთ. ის მონაწილეობდა სპეცოპერაციაში, როცა რუს ოკუპანტებს წაართვეს რაკეტები, ასევე მონაწილეობდა თავისი არსით სრულიად თავზეხელაღებულ ოპერაციაში, როცა რუს ოკუპანტებს აუფეთქა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, რომელიც მათ გაჰქონდათ, როგორც სამხედრო ნადავლი", - დაამატა ქვეყნის პირველმა პირმა. მიხეილ სააკაშვილმა საქარტველოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ მთავრობა ძველი კადრების პოსტებზე დაბრუნებითაა დაკავებული: "ახლახან სამეგრელოს ერთ-ერთი რაიონის პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძისდროინდელი კადრი, რომელსაც მეტსახელად "ყულაბას" ეძახდნენ, ასევე, ჩვენდა სამწუხაროდ, დაფიქსირდა პატრულისგან ქრთამის აღების პირველი შემთხვევები", - თქვა მან.
კომენტარები