2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ ადეიშვილის საქმის განხილვის ვადა დღეს იწურება

ჩამოტვირთვა

იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის ადვოკატის საჩივრის განსახილველი 72-საათიანი ვადა სააპელაციო სასამართლოს დღეს ეწურება. ზურაბ ადეიშვილს ბრალად ედება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და პატიმართა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზება. ასევე, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციისა და დანაშაულთა პროვოკაციის ორგანიზება. ადვოკატ გოჩა სვანიძის განცხადებით, ყოფილი მინისტრი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ზურაბ ადეიშვილზე ძებნის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს დღეს მიმართავს. ადეიშვილის ადგილსამყოფელი სამართალდამცველებისთვის უკვე ცნობილია და ქართული მხარე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მისი დაკავება და საქართველოსთვის გადმოცემა მოხდეს. თეა წულუკიანის განცხადებით, ბოლო ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები