მსოფლიო
შსს–მ ნინოწმინდის რაიონში ქურდობის ფაქტი გახსნა
2013-01-10 12:23:17
ჩამოტვირთვა
შსს-მ ნინოწმინდის რაიონში ქურდობის ფაქტი გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის პოლიციის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებული ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ქურდობისათვის, სოფ. სათხაში მცხოვრები, 1992 წელს დაბადებული გაი კ. დააკავეს.
2012 წლის 3 დეკემბერს, დაკავებულმა ნინოწმინდის რ-ნის სოფ. სათხაში მცხოვრები გაიანე პ-ს საცხოვრებელი სახლიდან 3300 აშშ დოლარი, 2000 ლარი, 7 ცალი "მაგთის" "მონო" ბარათი და 8 ცალი "ბილაინის" ბარათი მოიპარა. გაი კ.-ს დაკავების შემდეგ გაირკვა, რომ მან მოპარული ფულის ნაწილი დახარჯა, სატელეფონო ბარათები კი - სხვადასხვა სავაჭრო ჯიხურში ჩააბარა. დანარჩენი თანხა სამართალდამცველებმა პირადი ჩხრეკისას ამოიღეს.
საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით აღიძრა. გამოძიებას შს ნინოწმინდის რაიონული სამმართველ
კომენტარები