მსოფლიო
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი წულუკიანის მამის საქმიანობაზე საუბრობს
2013-01-09 17:40:31
ჩამოტვირთვა
"ნაციონალური მოძრაობა" იუსტიციის მინისტრს აკრიტიკებს. "პრაიმტაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თინათინ ბოკუჩავამ განაცხადა, რომ თეა წულუკიანთან მრჩევლად მისი მამა ავთანდილ წულუკიანი მუშაობს.
უმცირესობის დეპუტატის განცხადებით, 91-97 წლებში ავთანდილ წულუკიანი მოსამართლედ მუშაობდა და ამ ხნის განმავლობაში 20-მდე სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი.
ბოკუჩავა ამბობს, რომ ბოლოს ის პროკურატურაში მუშაობდა, საიდანაც ქრთამის აღების ბრალდებით სამსახურიდან გაათავისუფლეს.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრების განცხადებით, იუსტიციის ამჟამინდელი მინისტრის მთავარი მიზანი დღეს არა დამოუკიდებელი სასამართლო, არამედ პოლიტიკური შურისძიებაა.
კომენტარები