საზოგადოება
ლანჩხუთში საკრებულოს პიკეტირება გრძელდება
2013-01-09 15:47:15
ჩამოტვირთვა
მეორე დღეა გრძელდება ლანჩხუთის საკრებულოს პიკეტირება. "ქართული ოცნების" მხარდამჭერები შენობაში თანამშრომლებს არ უშვებენ.
ისინი უნდობლობას უცხადებენ საკრებულოს საკონკურსო კომისიას, რომელმაც ლანჩხუთის ახალი გამგებელი უნდა დანიშნოს.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ კომისია 15-მა წევრმა პროტესტის ნიშნად უკვე დატოვა და დარჩენილ შემადგენლობას გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება არ აქვს.
გამგეობის თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ პიკეტის გამო დაკისრებული მოვალეობის შესრულებასა და მოსახლეობის სოციალური საკითხების მოგვარებას ვერ ახერხებენ.
კომენტარები