საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ოქრუაშვილის საქმესთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა
2013-01-09 15:15:03
ჩამოტვირთვა
პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
დღეს უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნის საქმე განიხილება. გუშინ კი პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლო უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს სამ საქმეზე ბრალი მოუხსნა.
პროკურატურის განცხადებით, ოქრუაშვილისთვის წაყენებული ბრალდებები მინისტრობის პერიოდში დიდი ოდენობით თანხების მითვისების, ფულის გათეთრებისა და 2007 წელს ათონელის ქუჩაზე მდებარე ფართის დანაშაულებრივი გზით ლეგალიზებასთან დაკავშირებით მტკიცებულებებით არ დასტურდება.
პროკურატურა ასევე გეგმავს, უარი თქვას ბრალდებაზე ე.წ. "ჯეოსელის" საქმეზეც.
კომენტარები