მსოფლიო
შსს–მ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა
2013-01-09 12:33:49
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყაჩაღობის ფაქტი გახსნა. სამინისტროს ინფორმაციით, თერჯოლის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყაჩაღობაში ბრალდებული ლევან ბ., ლაშა ბ., დავით კ. და გიგა კ. დააკავეს.
ძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, 2013 წლის 8 იანვარს, თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა ალისუბანში ყაჩაღურად, ძალადობისა და დანის გამოყენებით, ტაქსის მძღოლ ავთანდილ მაღლაკელიძეს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მისი კუთვნილი "ოპელის" მარკის ავტომანქანა, "ნოკიას" ფირმის მობილური ტელეფონი და 57 ლარი წაართვეს, რის შემდეგაც, ისინი ნაყაჩაღარი ავტომანქანით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, მომხდარში დამნაშავე ოთხივე პირი, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე წუთში, სოფელ რუფოთში, ქვეითად მოძრაობის დროს დააკავეს. ავტომანქანა კი - თერჯოლის რაიონის სოფელ ზედა საზანოში, მიტოვებული აღმოაჩინეს.
საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის ,,ბ" და ,,გ" ქვეპუნქტებით თერჯოლის რაიონული სამმართველო იძიებს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები