საზოგადოება
გომბორის უღელტეხილზე მოძრაობა შეზღუდულია
2013-01-09 12:02:10
ჩამოტვირთვა
წუხანდელი გადაუღებელი თოვის შედეგად შეზღვუდვებია დაწესებული თელავი–გომბორი–ვაზიანის საავტომობილო გზაზე. თოვლის საფარმა გზის ამ მონაკვეთზე 10 სმ–ს მიაღწია, რის გამოც ავტომანქანების გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა. საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსის მოადგილის ლექსო გოგიჩაიშვილის განცხადებით, გომბორის უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 მგზავრზე მეტი ტევადობის ავტომბუსის გადაადგილება.
"მიმდინარეობს გზის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით. როგორც თბილისიდან, ასევე თელავიდან მოძრავ ავტომობილებს საპატრულო ეკიპაჟები აკონტროლებენ და თუ მანქანა ზამთრის საბურავებით არ არის აღჭურილი, საპატრულო პოლიცია მათ გომბორის უღელტეხილზე გადადგილებას უკრძალავს",– განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
მისივე განცხადებით, კახეთის რეგიონის სხვა მაგისტრალებზე მოძრაობა ამ დროისთვის ყველა სახის სატრანსპორტო საშუალებისთის დასაშვებია.
ამ დროისათვის კახეთში ინტენსიურად თოვს.
კომენტარები