2 2 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება

ჩამოტვირთვა

პატარა ანდრია სამყაროს შობის ღამეს მოევლინა; საპატრიარქოს წმინდა იოკამესა და ანნას სახელობის სამშობიაროს შობის ღამის პირმშომ თავისი დაბადება იქ მყოფ ადამიანებს ომახიანი ხმით ამცნო, მისი მილოცვაც ხომ ეს არის. ანდრიას დედამ დღეს ემოციები გაგვიზიარა. ის, რომ პირველი ივლისიდან მშობიარობა უფასო იქნება, ახალგაზრდა დედებს ძალიან ახარებთ. როგორც ცნობილია, ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ ეს ინიციატივა, სწორედ აქ, ამ კლინიკაში გააჟღერა. უკვე რეალური და მომავალი დედებიც ამბობენ, რომ უფასო მშობიარობის პროგრამის ამოქმედება კიდევ უფრო დიდი სტიმული იქნება ერის გასამრავლებლად. ამ პროგრამის ინიციატორთა ინფორმაციით, ხარჯებს ერთიანი სადაზღვევო ფონდი დაფარავს, რომელიც უახლოეს პერიოდში შეიქმნება. გარდა ამისა, გაიზრდება სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის განსაზღვრული შემწეობებიც. ხუნდაძის პირველი მოადგილის, გუგული მაღრაძის მონაცემებით, ერთიანი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდი თებერვლიდან ამოქმედდება. ახალ ინიციატივას მიესალმებიან მედიცინის მუშაკებიც. როგორც ცნობილია, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სფეროს დაფინასება 2013 წლიდან საგრძნობლად გაიზარდა აქედან, ჯანმრთელობის დაზღვევაზე 600 მილიონი მიიმართება. იმის მიუხედავად, რომ უფასო მშობიარობის პროგრამას როგორც მედიკოსები, ასევე დედები მიესალმებიან, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეჭვობს, რომ ეს სისტემა ხელს შეუწყობს კორუფციული სქემის განვითარებას; კერძოდ კი, ისევე, როგორც საბჭოთა პერიოდში იყო სამშობიაროების დიდ ნაწილში ქრთამის მიღებისა და მოთხოვნის მანკიერი ტრადიციის აღდგენას. რამდენად არსებობს ეს ალბათობა და მოხერხდება თუ არა სისტემის ჯანსაღი ფორმით ამოქმედება – ამას მომავალი გვიჩვენებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები