2 2 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

გახსნილია მარნეულში მომხდარი მკვლელობა

ჩამოტვირთვა

განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მარნეულის რაიონის სოფ. ალგეთის მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული რამიკ ა. თბილისში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი დოვრუშოვების ოჯახის გადარჩენილი წევრის მოსაკლავად , ვოლტერის პისტოლეტითა და ხელყუმბარებით შეიარაღებული, მარნეულის საავადმყოფოში მიდიოდა. რამიკ ა.-ს განმარტებით კონფლიქტი ოჯახებს შორის ეჭვიანობის ნიადაგზე წარმოიქმნა. დაკავებულმა, 2013 წლის 1 იანვარს, ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენებით, საკუთარი მეზობლები, დოვრუშოვების ოჯახის ორი წევრი მოკლა და მესამე დაჭრა. 1965 წელს დაბადებული რამიზ დოვრუშოვი და მისი მეუღლე 1966 წელს დაბადებული ჯავა ალიევა, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალნენ, ხოლო მათი ვაჟი, 1989 წ.დაბადებული ვალი დოვრუშოვი მარნეულის რაიონის საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში მიიყვანეს.დანაშაული 16 დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები