საზოგადოება
შსს–მ საბრძოლო მასალა ამოიღო
2013-01-05 13:48:44
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქუთაისის მერიის კახიანაურის მუნიციპალიტეტის მოქმედი თანამშრომელი კობა ო. დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩხრეკა ჩაატარეს, საიდანაც „აკს"-ის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, სამი მჭიდი და 237 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომენტარები