საზოგადოება
გაურკვეველი სექტის წევრები გორში სტალინის "ხატებით" ლოცულობენ
2013-01-04 17:30:01
ჩამოტვირთვა
"ანუნას ბლოგი"(blog. anuna.ge) გორის ცენტრში გადაღებულ ვიდეომასალას ავრცელებს. კადრში ჩანს ოცამდე ადამიანი სანთლებით ხელში, რომლებიც სტალინზე ლოცულობენ. იქვეა ორი მგალობელი, რომელიც მართლმადიდებლური ლიტურგიის მიხედვით გალობს. ჯგუფის წინ დგას ახალგაზრდა ყმაწვილი, რომელსაც თვითნებურად დამზადებული "ხატი" უჭირავს. ხატზე გამოსახულ სამ პიროვნებას, რომელთა შუაში სტალინია, თავზე შარავანდედი ადგათ. ვიდეოდან ჩანს, რომ იგი გორის ცენტრშია გადაღებული, იმ ადგილას, სადაც ადრე სტალინის ძეგლი იდგა, ვიდეომასალის ბოლ ნაწილში კი კადრში ჩანს "პროლეტარიატის დიდი ბელადის" სახლ-მუზეუმი. ჯგუფის წევრები, სავარაუდოდ, გაურკვეველი სექტის წევრები არიან - მათ შორის ჩანს უჩვეულო ბერის კაბაში ჩაცმული წვეროსანიც, რომელიც, სავარაუდოდ, პროცესის ხელმძღვანელად უნდა მოვიაზროთ.
(ვიდეო და ფოტო ეკუთვნის ანუნა ბუკიას ("ანუნას ბლოგი")
კომენტარები