2 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ახალი 2013 წელი კოჰაბიტაციურად

ჩამოტვირთვა

ვინც წლევანდელი ახალი წლის ღამეს ეკრანებზე ადევნებდა თყვალს, შესაძლოა, დარჩენოდა შთაბეჭდილება, იგი თითქოსდა კოჰაბიტაციურიც იყო: ახალი წლის დადგომა ჯერ კათოლიკოს-პატრიარქმა, მერე პრეზიდენტმა, ბოლოს კი - ხატებით მორთული ნაძვის ხის ფონზე, პრემიერმინისტრმა მოგვილოცეს. რომელი მილოცვა დაამახსოვრათ მოქალაქეებს და რა შენიშვნები აქვთ პრეზიდენტის ან პრემიერის წინასაახალწლო რიტორიკის მიმართ - ეს ის შეკითხვაა, რითაც ჩვენი გადამღები ჯგუფი ქუჩაში გავიდა: მოსახლეობის დიდი ნაწილი ზოგადად პრეზიდენტსა და პრემიერს შორის არსებული, რბილად, რომ ვთქვათ არაერთგუნდურობის წინააღმდეგია, ხალხი ერთსულოვნებასა და შეთანხმებულ მოქმედებას მოითხოვს: საზოგადოება ხომ არაერთგვაროვანი წევრებისგან შედგება და ქუჩაში შეგხვდნენ ისეთებიც, რომლებმაც პრემიერისთვის ახალი წლის მილოცვისთვის ჩვენი ეთერის გამოყენების შანსი ხელიდან არ გაუშვეს: ვინ ვის, რას ჰპირდებოდა და ჰპირდება, ვინ ასრულებს დანაპირებს და ვინ არ ასრულებს, ვის აქვს შესრულების საშუალება და ვინ გებულობს დაპირებებიდან ცოტა ხნის შემდეგ, რომ დანაპირები უტოპიის ტოლფასი ყოფილა – დღეს ამის განხილვას არ შევუდგებით; 2013 წლის დადგომას კიდევ ერთხელ გილოცავთ და იმედს ვიტოვებთ, რომ უკვე შემოსული წელი ბედნიერი, მშვიდობიანი და იღბლიანი იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები