საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: პრეზიდენტისა და პრემიერს შორის არსებული კონფლიქტი, შესაძლოა ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალი გახდეს
2012-12-29 14:16:56
ჩამოტვირთვა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შორის არსებული კონფლიქტი, რომელიც ხშირად ირონიასა და ცინიზმში გამოიხატება, შესაძლოა ინვესტორებისთვის ნეგატიური სიგნალი გახდეს.
"არ ვფიქრობ, რომ ამ კონფლიქტის წამქეზებელი პრემიერ-მინისტრია. თავის დროზე, ძველი ხელისუფლება უფრო მეტად თვითკრიტიკული რომ ყოფილიყო, ასეთი დაპირისპირება დღეს შესაძლოა თავიდან აგვეცილებინა. სამწუხაროდ, ასეთი თვითკრიტიკა არც დღეს გვაქვს სახეზე და გამომდინარე აქედან, ის სიტუაცია, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ნორმალური ნამდვილად არ არის. მიმაჩნია, რომ ეს ინვესტორებისთვის კარგი სიგნალი არ არის. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ კონფლიქტის ინიციატორი ჩვენი მთავრობა და პრემიერ-მინისტრი არ არიან", - აღნიშნა მინისტრმა.
მისივე თქმით, ქვეყნისთვის დადებითი არ არის ის ნეგატიური ინფორმაცია, რომელიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ ინტენსიურად გაედინება.
კომენტარები