2 2 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კრემლის წინ მომღერალი ფრანგი ჟილბერტ ბეკო საქართველოს პრემიერს მიამსგავსეს

ჩამოტვირთვა

სოციალურ ქსელებში უამრავმა ადამიანმა გაიზიარა ვიდეოპორტალ „იუთუბზე“ ატვირთული ვიდეო, სადაც ფრანგი მომღერალი ჟილბერტ ბეკოა აღბეჭდილი. მის მიერ შესრულებულ სიმღერას „ნატალი“ ჰქვია. ვიდეო განსაკუთრებით პოპულარულია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“. როგორც კომენტარებიდან ჩანს, ქართველი მომხმარებლების დაინტერესება ფრანგი მომღერლისა და საქართველოს პრემიერმინისტრის მსგავსებამ გამოიწვია: თუ ვიდეოს ნახავთ, დარწმუნდებით, რომ ბიძინა ივანიშვილი აშკარად ჰგავს ბეკოს და მეტიც - რამდენიმე ეპიზოდში მათ მანერებიც თითქმის ერთნაირი აქვთ. ჟილბერტ ბეკო სიმღერას წითელ მოედანზე ასრულებს. კადრში ჩანს იმდროინდელი სსრკ-ს განუყრელი ატრიბუტები: კრემლი, ნამგალი და ურო, მდინარე მოსკოვი...

კომენტარები

მსგავსი სიახლეები