საზოგადოება
შსს–მ მკვლელობის ფაქტი გახსნა
2012-12-27 11:31:19
ჩამოტვირთვა
23 დეკემბერს, თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ისანი-სამგორის სამმართველოსა და თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებთან ერთობლივად ჩატარებული ოპერაციის შედეგად, 1981 წელს დაბადებული ზვიად შამათავას განზრახ მკვლელობისა და ხულიგნობის ბრალდებით, 1992 წელს დაბადებული ხვიჩა ლ. და 1992 წელს დაბადებული ალეკო ო. თბილისში დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებს 2012 წლის 22 დეკემბერს, თბილისში, ხეივნის ქუჩა N112-ში მდებარე რესტორან „სამი საუკუნის" მიმდებარე ტერიტორიაზე მდგომ ტაქსის მძღოლ ზვიად შამათავასა და სხვა ორ მძღოლთან ურთიერთშელაპარაკება მოუვიდათ. სიტყვიერი კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც ალეკო ო-მ ზვიად შამათავა დანით გულ-მკერდის არეში სასიკვდილოდ დაჭრა, ხოლო ხვიჩა ლ. დანარჩენებს ფიზიკურად გაუსწორდა. ზვიად შამათავა მიყენებული ჭრილობების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ამოიღეს.
გაირკვა, რომ ალეკო ო. წარსულში ცივი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის იყო დაჯარიმებული.
ორივე დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია გადაყვანილი. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 239-ე მუხლებით მინდინარეობს. საქმეს თბილისის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს პირველი განყოფილება იძიებს.
კომენტარები