2 2 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

წუხელ საქართველოში მიწისძვრა იყო

ჩამოტვირთვა

საქართველოში წუხელ ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, 5,5 და 5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები შავ ზღვაში, სანაპირო ზოლიდან 29 და 32 კმ-ში 01:44 და 01:55 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა. ბიძგები განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში იგრძნობოდა. ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. შავი ზღვის სანაპირო ზოლთან ახლოს 5,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 23 დეკემბერსაც მოხდა. რყევებს აჭარასა და იმერეთში შენობების დაზიანება მოჰყვა. გუშინ მომხდარი მიწისძვრის შედეგად ქობულეთის რაიონში რამდენიმე სახლი დაზიანდა. დაფიქსირდა სახლებზე ბზარების გაჩენის 23 შემთხვევა დაფიქსირდა. ქობულეთის გამგეობის წარმომადგენლების ინფორმაციით, სოფელ ციხისძირში მოწყობილების საცხოვრებელი სახლის ფუნდამენტს გაუჩნდა დიდი ბზარი, სოფელ აჭყვისთავში ხახუტაიშვილების სახლის კედელია გახეთქილი, სოფელ საჩინოში ზოიძეების საცხოვრებელ სახლს ნაპრალი გაუჩნდა. ქობულეთის გამგეობაში მიწისძვრის შემდეგ სახლებზე ბზარების გაჩენის შესახებ მოსახლეობისგან შეტყობინება სოფელ ხუცუბნიდან, დაგვიდან, ხალადან, ჭახათიდან, საინოდან, მუხაესტატედან, ლეღვადან, გვარადან, ოჩხამურიდან, ციხისძირიდან და აჭყვისთავიდან შევიდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები