2 2 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი გამოძიებას ითხოვს

ჩამოტვირთვა

რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის თემურ კორტავას ოჯახი მომხდარის ობიექტურ გამოძიებას ითხოვს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ კორტავას თავი არ მოუკლავს და იგი მოკლულია. ოჯახის წევრების ინფორმაციით, კორტავა თავდაპირველად სასჯელს ბათუმში იხდიდა, შემდეგ კი - რუსთავში გადაიყვანეს, სადაც ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდნენ. ოჯახი ეჭვობს, რომ კორტავას დაკითხვა ვიღაცებს არ აწყობდათ, რადგან ცემის ფაქტი გამჟღავნდებოდა და ამის გამო მოკლეს. ამასთან, ოჯახის ინფორმაციით, კორტავა ციხიდან უახლოეს პერიოდში უნდა გამოსულიყო. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა #6 დაწესებულებაში სავარაუდო სუიციდის შემთხვევის შესახებ ინფორმაცია სამინისტრომ გუშინ გაავრცელა. სასჯელაღსრულების სამინისტროს განცხადებით, ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, მსჯავრდებული თ.კ. უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორმა, #1 ახალი სარეჟიმო კორპუსის #4 საკანში, ჩამომხრჩვალი იპოვა. "მიუხედავად გაწეული სამედიცინო დახმარებისა, მსჯავრდებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. თ.კ. სასჯელს იხდიდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო", - აცხადებენ სამინისტროში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები