საზოგადოება
ავღანეთში დაკარგული ჯარისკაცის ძებნა გრძელდება
2012-12-26 13:23:51
ჩამოტვირთვა
ISAF-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიცერის ინფორმაციით, ავღანეთში დაკარგული ქართველი ჯარისკაცის ძებნა ამ დრომდე გრძელდება. ქაბულში, ISAF-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ოფიცრის ინფორმაციით, ძებნა გრძელდება.
ამ ეტაპზე ISAF-ის წარმომადგენლობა ვერ გააკეთებს კომენტარს იმაზე, თუ რა გარემოებებში გაუჩინარდა ქართველი ჯარისკაცი ავღანეთში. ოფიცერის ინფორმაციით, კომენტარები მას შემდეგ გაკეთდება, რაც ძებნის ოპერაცია დასრულდება.
ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის გაუჩინარების შესახებ სტატია "ნიუ იორკ თაიმსმაც" გამოაქვეყნა, რომელშიც ჰელმანის პროვინციის ქალაქ მუსა კალას გუბერნატორ ნაიამათულა სამინის კომენტარია მოყვანილი.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, ქართველი ჯარისკაცების სამხედრო ბაზა ქალაქ მუსა კალადან 16 კილომეტრში მდებარეობს. ჰელმანდის პროვინციაში ამჟამად მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონისა და პირველი ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონია განლაგებული.
სტატიაში აღნიშნულია, რომ ავღანეთში ჯარისკაცის გაუჩინარების ეს მეორე შემთხვევაა. გამოცემა წევრს, რომ ავღანეთში 2009 წელს ISAF-ის სამხედრო მოსამსახურე, სერჟანტი ბოუი ბერგდალი დაიკარგა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი ჯარისკაცი "თალიბებმა" ტყვედ პაქტიკას პროვინციაში აიყვანეს.
როგორც ცნობილია, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის ძიება-გადარჩენის ოპერაციას ახორციელებს საერთაშორისო უსაფრთხოების სარდლობა. საქართველოს თავდაცვის სამინიტროში კი შექმნილია ძიება-გადარჩენის უზრუნველყოფის საკოორდინაციო ცენტრი. სამხედრო მოსამსახურის ოჯახი ინფორმირებულია ოპერაციის მიმდინარეობის შესახებ. ავღანეთში მყოფ ქართულ ქვედანაყოფებს მიღებული აქვთ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები.
მომხდართან დაკავშირებით ავღანეთში გაემგზავრა ქართველი სამხედროების ჯგუფი გაერთიანებული შტაბის პირველი მოადგილის, ბრიგადის გენერალ ვახტანგ კაპანაძის მეთაურობით.
კომენტარები