2 2 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

შსს– მ დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა ამოიღო

ჩამოტვირთვა

შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, კასპის რაიონის სოფელ იგოეთში მცხოვრები ლაშა და გივი ხ-ების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას: „აკს“-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 10 ცალი ტროტილი, ერთი ამფეთქი ზონარი, ერთი ფალია, 26 „რემინგტონის“ ვაზნა, 48 „მ-4“-ის ვაზნა, 38 „კოლტის“ ვაზნა, 477 „აკს“-ის ვაზნა, 17 „გეკოს“ ვაზნა, 3 კარაბინის ვაზნა, 40 „აკმ“-ის ვაზნა, 18 ფუჭი ვაზნა, 1 ცალი „შილკის“ ვაზნა, ავტომატის 8 მჭიდი და ერთი „დშკ“-ს მასრა ამოიღეს. საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის (ცეცხლსასროლიიარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) პირველი ნაწილით აღიძრა, რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებას შსს კასპის რაიონული სამმართველო აწარმოებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები