მსოფლიო
ჰეროინის შემოტანისთვის მოქალაქე დააკავეს
2012-12-25 11:36:53
ჩამოტვირთვა
შსს-ს თანამშრომლებმა, სარფის საბაჟო -გამშვებ პუნქტში, ნარკოდანაშაულისთვის 1985 წელს დაბადებული ჯაბა ს. დააკავეს.
ბრალდებულმა თურქეთიდან კონტრაბანდული გზით 15 „ბაში" „ჰეროინის" შემოტანა სცადა. ექსპერტიზის შედეგად დადგინდა, რომ მის მიერ საქართველოში შემოტანილი კონტრაბანდული ნივთიერების მთლიანი წონა 2,59 გრამია.
ბრალდებულმა აღიარა ჩაადენილი დანაშაული. მის მიმართ, სისხლის სამართლის საქმე (საქართველოში დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანაისთვის აღიძრა. ჯაბა ს. -ს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ის ბათუმის სასჯელაღსრულების #3 დაწესებულებაშია გადაყვანილი
კომენტარები