საზოგადოება
გარემოვაჭრეები მორიგი პოლიციური ეგზეკუციის მოლოდინში
2012-12-24 17:42:30
ჩამოტვირთვა
კვირას დილიდანვე პოლიციის თანამშრომლებმა ჯერ გარემოვაჭრეების დარბევა, შემდეგ კი მათთვის გასაყიდი პროდუქტის წართმევა დაიწყეს. მას შემდეგ, რაც ორი ავტომანქანა პროდუქტით დატვირთეს და ქალებს ვაჭრობა აუკრძალეს, გარემოვაჭრეებმა კუთვნილი პროდუქტის დაბრუნებისა და ვაჭრობის გაგრძელების მოთხოვნით ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც საპატრულო პოლიციის ერთ-ერთი მაღალჩინოსნისგან საკმაოდ უხეში რეაქცია მოჰყვა: რამდენიმე პოლიციელი გარემოვაჭრეებს იარაღის გამოყენებით დაემუქრა.
კომენტარები