საზოგადოება
ნაძვის ხის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება
2012-12-20 11:57:09
ჩამოტვირთვა
ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტრო ნაძვის ხეების უკანონო მოჭრასთან დაკავშირებით კონტროლს ამკაცრებს.
ერთი ნერგის უკანონოდ მოჭრისთვის 500-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, ხოლო რამდენიმე ნერგის მოჭრისთვის პირი სამართალდარღვევისთვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნება მიცემული.
იმ ადამიანებს კი, ვისაც ნარგავები საკუთარ მეურნეობაში აქვთ, ხის მოჭრა და რეალიზაცია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გაცემული ცნობის საფუძველზე შეუძლიათ.
გარემოს დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე მოსახლეობას ბუნებრივი ნაძვის სპეციალური სანერგე მეურნეობებიდან შეძენისკენ მოუწოდებს.
კომენტარები