0 0 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებები თბილისში

ჩამოტვირთვა

თბილისში საახალწლო სამზადისი უკვე დაწყებულია. ჩაირთო ქუჩის განათებები სულ მალე თოვლის ბაბუაც ესტუმრება მთაწმინდის პარკს. პირველი საახალწლო ღონისძიება 25 დეკემბერს გაიმართება , რუსთაველის გამზირზე საახალწლო ნაძვის ხის ანთების ცერემონიიით დაიწყება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, 25 დეკემბრიდან 14 იანვრამდე - მთაწმინდის პარკში სანტა კლაუსი და თოვლის ბაბუა პატარებს საჩუქრებით და სხვადასხვა გასართობი სანახაობით შეხვდებიან, ყოველდღიურად გაიმართება საბავშვო კონცერტები და თეატრალური წარმოდგენები. 25 დეკემბერს 16:00 საათზე დაგეგმილია მეიდნის საახალწლო ფესტივალის გახსნა, თბილისის ბიგ ბენდის კონცერტით. გარდა ამისა, კინოს მოედანზე (ბამბის და რკინის რიგებს შორის ) ნაძვის ხეების ფესტივალიც გაიხსნება (სხვადასხავ კომპანიები წარმოადგენენ თავიანთი დიზაინით შექმნილ ორიგინალურ ნაძვის ხეებს, რომელბიც გამოფენილი იქნება 2 იანვრამდე). ამავე დღეს ასევე 16:00 საათიდან მეიდნის საახალწლო ფესტივალის განმავლობაში ყოველ დღე კინოს მოედანზე გაიმართება თბილისის ხელოვნების სკოლების ორკესტრებისა და ანსამბლების კონცერტები. 26 დეკემბერს კი კინოს მოედანზე 15:00 საათზე თოჯინების საოპერო თეატრის სპექტაკლი "სევილიელი დალაქი" გაიმართება. 27 დეკემებრს, ამავე მოედანზე 18:00 საათზე დაგეგმილია თითების თეატრის სპექტაკლი "ექსტრავაგანსა." 25 დეკემბრიდან 15 იანვრამდე კი, გლდანის პარკში მოქალაქეებს ყინულის მოედანზე მისვლა შეეძლებათ. ახალი წლის შემდეგ -, 4 ინვარსა და 10 იანვარს, თოვლის ბაბუა გლდანისა და მუშტაიდის პარკებს ტრადიციული საჩუქრებით ესტუმრება. ყველა ღონისძიება თბილისის მერიის ხელმძღვანელობით ტარდება და მათი ინფორმაციით დასწრება ყველგან უფასო იქნება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები