0 0 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ავთანდილ საყვარელიძის მკვლელობა გახსნილია

ჩამოტვირთვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით, 1989 წელს დაბადებული იური ფ. დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, 16 დეკემბერს, დაკავებული ყაზბეგის ქუჩაზე N25-ში, 1927 წელს დაბადებული ავთანდილ საყვარელიძის ბინაში მივიდა და, როგორც გაირკვა, უთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბინის მეპატრონე ბალიშით გაგუდა. შემდეგ, ძვირფასეულობა მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებულმა საყვარელიძის ბინიდან მოპარული ოქროს ნივთები თბილისის სხვადასხვა ლომბარდში ჩააბარა, აღებული თანხით , იმავე დღეს შეიძინა ბილეთები თბილისი-კიევის მიმართულებით და საქართველო დატოვა. უკრაინელმა მესაზღვრეებმა იური ფ-ს დაუყოვნებლივ დეპორტირება მოახდინეს. 17 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ქართველმა სამართალდამცველებმა იური ფ. მკვლელობისა და ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. საქმეს ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-7 განყოფილება იძიებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები