0 0 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

ნალექიანი ამინდები კვირის ბოლომდე შენარჩუნდება

ჩამოტვირთვა

სინოპტიკოსები ყინვების შესუსტებას 20 დეკემბრიდან ვარაუდობენ. მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ინფორმაციით გუშინ თოვდა დასავლეთ საქართველოშიც. კერძოდ, ფოთსა და ხულოში. კოლხეთის დაბლობზე ქროდა ძლიერი ქარი. ქარის სიჩქარე ყველაზე ძლიერი ქუთაისში დაფიქსირდა _ 27მ წამში. აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან ყინვები დაფიქსირდა, თუმცა წინა დღესთან შედარებით შესუსტებული იყო. კერძოდ, გასულ ღამით წალკაში -15 გრადუსი იყო, საგარეჯოში _ -10, თელავში _ -6, თბილისში _ - 6, გორსა და აგარაში კი _ -7. დღეისთვის აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ 2 გრადუსით დათბება. ღამით კი ყინვა შესუსტდება. აღმოსავლეთ საქართველოში საშუალოდ -1;-6 გრადუსი იქნება, მათ შორის თბილისში _ -2. 19 დეკემბერს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის თბილისში იქნება მცირე თოვლი, მოსალოდნელია ღამით ყინვა -3 გრადსუსი, დღისით +5 გრადუსი. სინოპტიკოსები 20 დეკემბრიდან დასავლეთ საქართველოში მნიშვნელოვნად დათბობას პროგნოზირებენ. დაბლობში დღისით ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, აღმოსავლეთში კი +10. 21 დეკემბერს მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, მთაში და მაღალმთაში _ თოვლი. ნალექიანი ამინდები ქვეყანაში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები