მსოფლიო
NDI-პოლიტიკური პარტიებისა და ფიგურების რეიტინგი
2012-12-17 16:44:46
ჩამოტვირთვა
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის შედეგებს აქვეყნებს. ნოემბრის პირველ ნახევარში ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, ქართული ოცნების რეიტინგი საკმაოდ მომატებულია, ხოლო ნაციონალური მოძრაობის დაკლებული.
გამოკითხულთა მხოლოდ 10% მიიჩნევს, რომ მის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს “ნაციონალური მოძრაობა” დგას, 63% კი მიიჩნევს, რომ ასეთი კოალიცია “ქართული ოცნებაა.
შეკითხვაზე: "რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს?" - გაოკითხულთა 10%-მა პასუხის გაცემაზე უარი განაცხადა, ხოლო 8%-მა არ იცის.
კვლევის მიხედვით საქარტველოს პრემიერ მინისტრი ბიზინა ივანიშვილი რესპოდენტთა 80 პროცენტს მოსწონს , პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კი 29-ს
გამოკითხვასი შეყვანილი სხვა პოლიტიკოსების რეიტინგი ასე გამოიყურება:
დავით უსუფაშვილი 63 %
ეკა ბესელია ,თინა ხიდაშელი- 61 -61 %
ზვიად ძიძიგური -60 %
კობა დავითაშვილი-53 %
მანანა კობახიძე- 45 %
გოგი თოფაძე- 44 %
დავით ბაქრაძე-გუბაზ სანიკიძე- 42-42%
დავით საგანელიძე-40%
ზურაბ აბაშიძე- 36%
გიორგი თარგამაძე -35 %
კახა კუკავა -34 %
გუგული მაღრაძე 30%
საქმიანობისა და პიროვნული რეიტინგის შეფასებისას საქართველოს პატრიარქს ყველაზე დიდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს.შემდეგ მოდის ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი.
NDI-ის კვლევის თანახმად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის საქმიანობა გამოკითხულთა 5%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 33%-მა "კარგად" შეაფასა.
"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, მანანა კობახიძის საქმიანობას გამოკითხულთა 6% "ძალიან კარგად", ხოლო 28% "კარგად" აფასებს.
კვლევაში პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით ბაქრაძის საქმიანობა 4%-მა "ძალიან კარგად", ხოლო 17%"კარგად" შეაფასა.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმიანობას, მას გამოკითხულთა მხოლოდ 3% აფასებს "ძალიან კარგად", ხოლო 13%-ს მიაჩნია, რომ მისი საქმიანობა "კარგია".
თბილისის მერის გიგი უგულავას საქმიანობას "ძალიან კარგად" 3%, "კარგად" კი 11% აფასებს.
რაც შეეხება გიგა ბოკერიას, მისი საქმიანობა "ძალიან კარგად" გამოკითხულთა 1%-მა შეაფასა, ხოლო 5%-მა "კარგად.
აგვისტოს კვლევასთან შედარებით ჯარის,პოლიციისა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტების რეიტინგი მკვეთრად დაკლებულია.
როგორც ნავარომ განაცხადა კვლევაში მონაწილეთა დიდი ნაწილი ამბობდა, რომ კითხვაზე პასუხი არ იცის ან საერთოდ თავს იკავებდა.
კომენტარები