0 0 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

თბილისის ყველა ქუჩაზე პატრული იმოძრავებს

ჩამოტვირთვა

იმ ამბავმა, რომ დღეიდან, თბილისის ყველა ქუჩას სამართალდამცველები გააკონტროლებენ, თბილისელები გულწრფელად გაახარა; ამ სიუჟეტის მოსამზადებლად ქუჩაში გასულ „აიტივის“ რესპოდენტები ინფორმირებულნი დაგვხვდნენ, ადამიანებმა უკვე იცოდნენ, რომ საპატრულო პოლიციაში არსებულ 76 ავტომანქანას კიდევ 35 ერთეული დაემატა; ხალხი ამბობს, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდგომ პერიოდში მომხდარი კრიმინალური შემთხვევების შემდეგ თავს უწინდებურად დაცულად ვერ გრძნობდნენ, დღეს კი ქუჩაში პატრულირების გაძლიერებას მიესალმებიან. შინაგან საქმეთა მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამართალდამცველები პატრულირებას არა მხოლოდ ცენტარლურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე მოახდენენ. დღეისთვის პატრულ– ინსპექტორების რიცხვი უკვე 240–ს შეადგენს. პატრულ–ინსპექტორების ახალ შემადგენლობაში პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულებიც შევიდნენ. განსაკუთრებული ენთუზიაზმით მუშაობა დღეს რაღა თქმა უნდა პოლიციის აკადემიის კურსდამთავრებულებმა დაიწყეს. ახალბედები „აიტივისთან“ ინტერვიუში დადებით ემოციებს ვერ მალავდნენ. ხალხი ფიქრობს, რომ ამ ცვლილების განხორციელებით რაღაც დონეზე გაიხარდა უსაფრთხოების გარანტია. დღესვე ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ მიმართულებით რეფორმების გაგრძელებას გეგმავს და საპატრულო ეკიპაჟების რიცხვი რეგიონებიც გაიზრდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები