მსოფლიო
შსს ყველა უბნისა და ქუჩის პატრულირებას აპირებს
2012-12-17 12:56:26
ჩამოტვირთვა
თბილისის საპატრულო პოლიციაში ავტომანქანების რაოდენობა და პატრულ-ინსპექტორების რიცხვი იზრდება. საპატრულო პოლიციას დაემატა 115 მანქანა და 35 ეკიპაჟი. მინისტრის გადაწყვეტილებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები. საპატრულო პოლიციის მანქანებისა და ეკიპაჟების დამატება რეგიონებშიც გაგრძელდება. ახალი საპატრულო მანქანების პრეზენტაცია დღეს, 11.00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ შენობასთან გაიმართა.
კომენტარები