0 0 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

სამტრედიის პოლიციის ყოფილი უფროსი, რომელსაც კალაძე დაკავებით ემუქრებოდა, აიყვანეს

ჩამოტვირთვა

წინასაარჩევნო პერიოდში სამტრედიაში შეხვედრების დროს კახა კალაძე მხარდამჭერებთან ერთად პოლიციის მანქანასთან მივიდა და შიგ მსხდომებთან გასაუბრება მოინდომა, თუმცა, პოლიციელებმა ამაზე უარი ტქვეს: არც კარი გააღეს და არც საქარე მინა ჩამოსწიეს. ამით გაბრაზებულმა კახა კალაძემ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ მანქანაში იჯდა სამტრედიის პოლიციის უფროსი ობოლაძე და მას დაემუქრა: "კარგად დაიმახსოვრე, შენ პასუხს აგებ ამისთვის, რადგან შენ ხარ ნაძირალა!"-უთხრა კახა კალაძემ პოლიციის უფროსს, მერე კი მხარდამჭერებს პირობა მისცა, რომ ობოლაძეს პასუხს აუცილებლად აგებინებდა. დღეს მთავარმა პროკურატურამ ობოლაძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამ ფაქტს პოლიტიკურ დევნად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ პოლიციის ყოფილი უფროსი კახა კალაძის ამბიციებს შეეწირა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები