მსოფლიო
ვანდალიზმი იერუსალიმის მონასტერში
2012-12-13 13:39:27
ჩამოტვირთვა
ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა იერუსალიმის ჯვრის მონასტრის კედლებზე შეურაცხმყოფელი წარწერები დატოვეს, რომლითაც იესო ქრისტეს უხამსად მოიხსენიებენ. ასევე, დააზიანეს ტაძრის ეზოში მდგარი რამდენიმე მანქანა. ერთ-ერთ მათგანზე კი, რელიგიური ნიშნის შეურაცხმყოფელი წარწერა დატოვეს. ვანდალური ფაქტის შესახებ კონკრეტული დეტალები ქართული მხარისთვის უცნობია.
მომხდარი ვანდალიზმი დაგმო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართულ-ებრაული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის სიმტკიცეს.
კომენტარები