საზოგადოება
ქართულ-თურქული მოლაპარაკებები ქართული ტაძრების შესახებ განახლდება
2012-12-12 13:20:46
ჩამოტვირთვა
ქართული მხარე თურქეთს ტერიტორიაზე არსებულ ქართულ ძეგლებთან დაკავშირებით ახალ მოლაპარაკებებს იწყებს.
როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ მარინა მიზანდარმა განაცხადა, ქართულ და თურქულ მხარეებს შორის იშხნის, ხანძთისა და ოშკის ეკლესიებთან დაკავშირებით დოკუმენტურად გაფორმებული ხელშეკრულება ამ დრომდე არ არსებობდა. მიზანდარი განმარტავს, რომ იყო სიტყვიერი შეთანხმება მხარეებს შორის, რომელიც გულისხმობდა, რომ ეკლესიების რესტავრაციაში ქართული მხარის ჩართვის სანაცვლოდ თუქრული მხარე ახალციხეში რაბათის ციხის მშენებლობაში უნდა ყოფილიყო ჩართული. თუმცა, მიზანდარის თქმით, ეს შეთანხმება ქართულმა მხარემ არ შეასრულა, რასაც თურქული მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. მიზანდარი ამბობს, რომ ამჟამად მხარეები მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნას გამოთქვამენ. მინისტრის მოადგილის განცხადებით,
კომენტარები