მსოფლიო
"პრივანტბანკის" ყაჩაღები კამერამ გადაიღო
2012-12-11 15:25:46
ჩამოტვირთვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა რუსთავში, მდებარე „პრივატბანკზე" განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის ერთ-ერთი მონაწილე, 1991 წელს დაბადებული პიროვნება დააკავეს. გამოძიების ინტერესების გათვალისწინებით, ამ დროისთვის დაკავებულის ვინაობა არ სახელდება.
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებითა და ბანკის თანამშრომლების დაშინების გზით, დაკავებულმა თანამზრახველთან ერთად ბანკიდან დაახლოებით 25 ათასი ლარი, 4 ათასი დოლარი, 2 ათასი ევრო და 15 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა. ნიღბიანი ბოროტმოქმედების ბანკში შეჭრა და მათი ქმედება, „პრივატბანკის" შიდა სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
კომენტარები