მსოფლიო
რიწის ტბასთან რუსი ოკუპანტების ვერტმფრენი ჩამოვარდა
2012-12-11 12:13:43
ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, რიწის ტბის მიდამოებში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაზიანებული რუსი ჯარისკაცებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, - ამის შესახებ აფხაზური ტელევიზია იტყობინება. ოთხივე დაზარალებული გუშინდელი ინციდენტის შემდეგ სოხუმის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ორ მათგანს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა, ერთის მდგომარეობა ამის მიუხედავად, უფრო დამძიმდა. მისთვის ოპერაციის ხელახლა ცატარება დღეს იგეგმება. შეგახსნებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში, რიწის ტბის მახლობლად ავარიული დაშვების დროს რუსი ოკუპანტების სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა და ოთხი რუსი სამხედრო პირი დაზიანდა.
კომენტარები