საზოგადოება
ემზარ კვიციანს პოლიტდევნილის სტატუსი და ქონების დაბრუნება სურს
2012-12-11 12:10:20
ჩამოტვირთვა
კოდორის ხეობაში პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა ემზარ კვიციანმა პროკურატურასა და პარლამენტს ერთობლივად მიმართა: პროკურატურისგან ის მისი საქმის ხელახლა შესწავლას, ხოლო პარლამენტისგან პოლიტიკური დევნილის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ემზარ კვიციანის მოთხოვნებში უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებაც შედის. ყოფილი რწმუნებულისა და გასამხედროებული ფორმირება „მონადირის“ ლიდერის ადვოკატმა ლალი აფციაურმა უკვე დაიწყო მასალების გადაღება. მისი თქმით, თავის დროზე კვიციანების ოჯახიდან ტანსაცმელიც კი წაიღეს. აფციაური აცხადებს, რომ ემზარ კვიციანის სახლი, რომელიც თითქოსდა ჩამორთმევის შემდეგ კუდ–ისთვის იყო გადაცემული, სინამდვილეში ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე აღმოჩნდა. ჩამორთმეულ ქონებაში შედის როგორც საცხოვრებელი სახლი, ასევე მიწის ნაკვეთები.
კომენტარები