საზოგადოება
იუსტიციის სამინისტროს შენობის თავზე ქართული დროშა აღარ ფრიალებს
2012-12-10 20:40:59
ჩამოტვირთვა
რა დატვირთვა აქვს სახელმწიფო სიმბოლიკას, უნდა ამშვენებდეს თუ არა ქართული დროშა ქვეყნის ოფიციალური სტრუქტურების შენობებს და მთავრობის ლიდერი უნდა ატარებდეს თუ არა საკუთარ პრესკონფერენციებსა თუ შეხვედრებს სახელმწიფო სიმბოლიკების ფონზე – ამ საკითხებზე სავარაუდოდ, არც არავინ იკამათებდა და განხილვის თემადაც არ გადაიქცეოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ახალმა პრემიერმა სახელმწიფო ატრიბუტიკის გარეშე პრესკონფერენციების ჩატარების ტრდიცია დაამკვიდა და იუსტიციის შენობას საქართველოს დროშა აღარ ამშვენებს – ამ საკითხებმა საზოგადოების განსაკუთრებული ვნებათაღელვა გამოიწვია. იუსტიციის სამინისტროს შესასვლელში აღმართულია როგორც საქართველოს, ასევე ევროკავშირის დროშები, მაგრამ საქართველოს დროშა გაქრა შენობის სახურავზე მდგარი ღერძიდან.
კომენტარები