საზოგადოება
მაიას ტომის კალენდარი და 21 დეკემბრის მოლოდინი
2012-12-08 23:45:52
ჩამოტვირთვა
21 დეკემბერს მოსალოდნელმა მოვლენამ, რომელზეც მსოფლი სამეცნიერო წრეებიც კი საუბრობენ, ბევრი ჩააგდო პანიკაში.
პანიკის ნიშნები საქართველოშიც შეინიშნება: თბილისში 21 დეკემბრისთვის ბევრი ოჯახი აპირებს შეშისა და სანთლების მომარაგებას. იგივე სურათია რეგიონებშიც.
ეკონომიკის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ სურსათზე ბუმიც მოსალოდნელია. თუმცა თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში დაწყებული პანიკა აბა რა მოსატანია იმ მღელვარებასთან, რომელმაც ჩინეთი მოიცვა.
ამ უზარმაზარი ქვეყნის მცხოვრებთა უმრავლესობა, რომლებისთვისაც თანამედროვე ტექნოლოგიები მიუწვდომელია (პერიფერიებში მცხოვრებ ჩინელებს ვგულისხმობთ), მიიჩნევს, რომ 21 დეკემბერს ქვეყნის აღსასრული იწყება.
ქვეყანაში ნამდვილი ბუმია სანთლებზე და პირველი მოთხოვნილების საგნებზე.
კომენტარები