საზოგადოება
„ბოდიში, ნასვამი ვაარ...“ - ივანიშვილის კურიოზების ახალი მიქსი
2012-12-08 17:05:20
ჩამოტვირთვა
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კურიოზების მიქსმა „ბოდიში, ნასვამი ვარ“ ქართული ვიდეოპორტალები და სოციალური ქსელები დაიპყრო.
მიქსში შესულია ამონარიდები ცნობილი კურიოზებიდან: ბიძინა ივანიშვილის ანეკდოტი „ბუტკაზე“, მისივე ანეკდოტი მიტუაზე, ირაკლი ალასანიას ცნობილი ფრაზა „მე რა ვქნა, მე?!“ ფარული სატელეფონო ჩანაწერიდან, არჩევნების დღეს გადაღებული ნასვამი მამაკაცი და ქალის რეაქცია მის ბოდიშზე, სანდრო ცნობილაძის ემოციური კომენტარი საფეხბურთო ეპიზოდზე, შალვა ნათელაშვილის „თუ ბი თუ ბი“, აქუს "ჯაკუზი იცით რა არის?", დათო ტურაშვილის ემოციური გამოსვლა "რუსთავი2"-ის ეთერში...
კომენტარები