საზოგადოება
პრემიერი იმეორებს: იქ ბინას გატეხავენ, იქ მანქანას... მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს
2012-12-08 16:14:41
ჩამოტვირთვა
პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაიმეორა ადრინდელი მოწოდება, რომ მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს, თუკი ამნისტიის შემდეგ მცირე დროის მანძილზე კრიმინალები გააქტიურდებიან:
„შესაძლოა, პატარა ნაწილმა ისევ გააგრძელოს ის საქმიანობა, რისთვისაც ციხეში იყვნენ, ამას მოსახლეობა გაგებით უნდა მოეკიდოს.
მე მხედველობაში მქონდა, რომ ეს არ გაგრძელდება დიდხანს, მაგრამ პატარა აფეთქებები იქნება: იქ ბინას გატეხავენ, იქ მანქანას გაქურდავენ...
ზუსტი ფილტრი ვერ იქნება, მაგრამ ეს ჰუმანური პროცესია, რომელიც საზოგადოებისთვის არის საჭირო და გაგებით უნდა შევხვდეთ“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.
კომენტარები