მსოფლიო
ახალსოფლის მოსახლეობამ საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტა
2012-12-04 16:23:56
ჩამოტვირთვა
დღეს თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო კახეთისკენ მიმავალი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალი.
სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით სოფელ ახალსოფლის მოსახლეობამ გზა გადაკეტა. ამის გამო აქციის მონაწილეებსა და მძღოლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა. გზის გახსნა საპატრულო პოლიციამ მხოლოდ მოლაპარაკების შემდეგ მოახერხა.
მოსახლეობა აცხადებს, რომ უკვე მეოთხე წელია მათ წყალი არ მიეწოდებათ, ერთი თვის წინ კი სოფელს ტექნიკური წყლის მიწოდებაც შეუწყდა.
ახალსოფლის რწმუნებულის განცხადებით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ, წყალსადენის რეაბილიტაციის მიუხედავად, სოფლისთვის წყლის მიწოდება ვერ უზრუნველყო. რწმუნებულის თქმით, ალტერნატიული წყლის მილის შეკეთება ორ კვირაში მოხდება, თუმცა წყლის მიწოდება სოფლის მხოლოდ ერთ ნაწილს აღუდგება.
ადგილობრივების განცხადებით, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე ისინი საპროტესტო აქციებს პერმანენტულად გამართავენ.
კომენტარები