მსოფლიო
სოციალურად დაუცველები პროტესტს განაგრძობენ
2012-11-27 17:21:23
ჩამოტვირთვა
სოციალურად დაუცველი პირები, საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილების მოთხოვნით, პროტესტს განაგრძობენ. ისინი ამ დრომდე შვეიცარიის საელჩოსთან რჩებიან.
სოციალურად დაუცველები დიპლომატიურ უწყებას პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვენ. მთავრობისგან კი საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფას ითხოვენ.
როგორც ისინი აცხადებენ, პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით, სხვა საელჩოებსაც მიმართავენ. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი სოციალურად დაუცველი შვეიცარიის ელჩს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ სოციალურად დაუცველმა მოქალქემ განაცხადა, დამაიმედებელი დაპირება ვერ მიიღეს.
კომენტარები