საზოგადოება
მარტვილში საპროტესტო აქცია გრძელდება
2012-11-27 17:18:37
ჩამოტვირთვა
გამგებლისა და საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნით, მარტვილში შენობის პიკეტირება გრძელდება. აქციის მონაწილეები თანამშრომლებს შენობაში ისევ არ უშვებენ.
საპროტესტო აქციაზე ვითარებაც დაიძაბა და აქციის მონაწილეებსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრებს შორის, რომლებიც ადგილზე ვითარების გასაცნობად ჩავიდნენ, დაპირისპირება მოხდა.
აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მისამართით პრეტენზიები გამოთქვეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს და უმცირესობის წარმომადგენლები გამგეობის შენობაში არ შეუშვეს.
ამ დროისთვის ვითარება შედარებით სტაბილურია. უმცირესობის წარმომადგენლებმა მარტვილი უკვე დატოვეს. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ სანამ მამუკა დანელია და ზაალ გოროზია თანამდებობას არ დატოვებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ.
მათ მარტვილის პოლიციის სამმართველოში განცხადებაც შეიტანეს. ისინი ამბობენ, რომ მათ მიმართ პროვოკაცია იგეგმება და სამართალდამცველებს ვითარების გაკონტროლებისკენ მოუწოდებენ.
კომენტარები