0 0 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

დუშეთის მოსახლეობა პოლიციის ახალი უფროსის დანიშვნას აპროტესტებს

ჩამოტვირთვა

დუშეთის მოსახლეობა პოლიციის ახალი უფროსის ზაზა კაკაჩიას დანიშვნას აპროტესტებს. ისინი ამბობენ, რომ პოლიციის ახალი უფროსი მათ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებს და უმიზეზოდ სცემს. მათ, პოლიციის ახალი უფროსის გადადგომის მოთხოვნით, აქცია დუშეთის ცენტრში გამართეს. პროტესტი ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა. ერთმნანეთს ადგილობრივები და კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები დაუპირისპირდნენ. დუშეთის ცენტრში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მოთხოვნები უცვლელი რჩება. პოლიციის უფროსი კი ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ წარმოდგენილი უნდა იყოს ცემის დამადასტურებელი კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები